საქართველოს უნივერსიტეტის და UG Startup Factory-ის მხარდაჭერით 2024 წლის შემოდგომის პროგრამა 14 ოქტომბერს დაიწყება!
01
იწყებ 0 დან
პროგრამა გათვლილია UG-ს სტუდენტებზე, რომელთაც სურთ ბიზნესის დაწყება და ეხმარება მათ პირველი ნაბიჯების გადადგმაში: გუნდის და ბიზნეს იდეის განვითარებაში.
02
გადიხარ ბაზარზე
პროგრამის კონცეფცია დაფუძნებულია ფორმულაზე: შექმენი, გატესტე და გადი ბაზარზე სწრაფად და გეხმარებათ თითოეული ეტაპის განხორციელებაში.
პროგრამის შესახებ
The Lean Launchpad @UG
გვჯერა, რომ ნებისმიერ სტუდენტს აქვს სუპერძალა!
შესაბამისად პროგრამა სტუდენტებს ეხმარება საკუთარ თავში სუპერძალების აღმოჩენაში, განვითარებაში და რაც მთავარია სხვა სუპერძალების მქონე სტუდენტებთან გუნდის შექმნაში.
მსგავსი გუნდები პროგრამის ფარგლებში იმუშავებენ არაერთ ინიციატივაზე, ჩაატარებენ ექსპერიმენტებს და შექმნიან საინტერესო სტარტაპებს.
გუნდის შექმნა
Team Formation Hub
არ აქვს მნიშნელობა ხარ მარტო, თუ გყავს გუნდი – პროგრამა შენთვისაა.
ჩვენ გთავაზობთ საერთო სამუშაო სივრცეს და ნეთვორქინგ შეხვედრებს საინტერერესო სტუდენტების აღმოჩენისა და გუნდის შექმნა-განვითარებისთვისთვის.
იდეის განვითარება
ბიზნეს იდეა - ინოვაციები და ტექნოლოგიები
მომხმარებელზე ორიენტირებული ფასეული შეთავაზების და სწორი ბიზნეს მოდელის გარეშე ნებისმიერი ინიციატივა განწირულია წარუმატებლობისთვის. კრეატიული აზროვნება, ინოვაციები და ტექნოლოგიები კი ქმნის განვითარების სწორ გზას.
Go to Market
მარკეტინგი და კომუნიკაცია
პროტოტიპით მომხმარებელთა მცირე ჯგუფთან კონტაქტით იღებთ უკუკავშირს, მასზე დაფუძნებით ანვითარებთ საბოლოო პროდუქტს და მომხმარებელზე ორიენტირებულ შეთავაზებას. სწორედ ამ ეტაპზე ხართ მზად ბაზარზე აქტიური კომუნიკაციის დასაწყებად.
პრობლემის იდენტიფიცირება
ყველაფერი იწყება პრობლემით
ძლიერი გუნდი პირველი ნაბიჯია, გრძელვადიანი მოტივაციის შენარჩუნებისთვის კი უმნიშვნელოვანესია საერთო ხედვის ჩამოყალიბება კონკრეტული პრობლემის მოგვარებისკენ. ჩვენ კი გეხმარებით მის აღმოჩენასა და ვალიდაციაში.
პროდუქტი
პროტოტიპირება და ბაზრის ტესტირება
ჩვენთან ისწავლით საკუთარი იდეების საბოლოო პროდუქტად გარდაქმნას. ინოვაციური და ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამოყენებით კი შექმნით პროტოტიპებს და გატესტავთ მას საბოლოო მომხმარებლებთან.
ინვესტიციები და ფინანსები
დემო დღე
სტარტაპის განვითარებისა და მასშტაბირებისთვის უმნიშნელოვანესია ფინანსების მოძიება. პროგრამის ფარგლებში თქვენ ისწავლით ფინანსების მოძიების სტრატეგიებს და მის მართვას. ასევე პრაქტიკულად შეხვდებით ინვესტიციებით დაინტერესებულ ადამიანებს.
No posts were found for provided query parameters.
დაინტერესების შემთხვევაში შეგვივსეთ სარეგისტრაცია ფორმა
2024 წლის შემოდგომის პროგრამა 14 ოქტომბერს დაიწყება 😎
საინტერესო და საჭირო
სიახლეები, რესურსები და მეთოდები
სამიზნე აუდიტორია
The Lean Launchpad X საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა ხორციელდება საქართველოს უნივერსიტეტისა და UG Startup Factory-ს მხარდაჭერით.
თუ ხარ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი, ნებისმიერი კურსის (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო, პროფესიული) და ნებისმიერი ფაკულტეტის წარმომადგენელი, ეს შესაძლებლობა შენთვისაა.
რას მიიღებ შედეგად?
ინდივიდუალური ინიციატივიდან გამართულ სტარტაპამდე
არ აქვს მნიშვნელობა გაქვს თუ არა იდეა, გყავს თუ არა გუნდი, ჩვენ გვჭირდება მხოლოდ თქვენი მოტივაცია, დრო და სურვილი შექმნა რაღაც ახალი.
დანარჩენს 4 თვიანი (მარტი-ივნისი) პროგრამის ფარგლებში შექმნით და განავითარებთ ჩვენთან ერთად.
ჩვენ არ ვითხოვთ გლობალურ ტექნოლოგიურ ინოვაციებს, ჩვენ გაძლევთ საშუალებას გადადგათ თქვენი პირველი ნაბიჯები ბიზნეს სამყაროში.
რას გთავაზობთ?
The Lean Launchpad
ნეთვორქინგ შეხვედრები
მიზანი: გუნდის წევრების პოვნა; საინტერესო წარმატებული ხალხის გაცნობა; ახალი პერსპექტივების აღმოჩენა
საერთო სამუშაო სივრცე
პროგრამის მონაწილეები მიიღებენ წვდომას საერთო სამუშაო სივრცესა და მასში განთავსებულ შესაძლებლობებზე.
ტრენინგები
პროგრამის ფარგლებში (მარტი-ივნისი) კვირაში ერთხელ დაესწრებით ტრენინგებს და საგანმანათლებლო სესიებს.
მენტორინგი
შერჩეულ სტარტაპებს ინდივიდუალურად დაგენიშნებათ მენტორინგის სესიები, რომლის ფარგლებშიც მიიღებთ თქვენზე მორგებულ რჩევებსა და უკუკავშრს
უნივერსიტეტის მხარდაჭერა
პროგრამის მონაწილე სტარტაპებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ უნივერსიტეტის ფინანსურ თუ მატერიალურ რესურსებზე წვდომა და მხარდაჭერა
პოპულარობა
უნივერსიტეტის მარკეტინგის გუნდი დაგეხმარებათ თქვენი ბიზნეს იდეების პოპულარიზაციაში, უნივერსიტეტის საკომუნიკაციო არხებში და მათი რესურსების გამოყენებით
გამოცდილება ქმნის ალღოს
პროგრამის გუნდი
No posts were found for provided query parameters.
გიორგი ყანჩაველი
პროგრამის ხელმძღვანელი და ტრენერი ანტრეპრენერობის, ელ.კომერციისა და ციფრული ტრანსფორმაციის ექსპერტი
საბა ჯაჯანიძე
პროგრამის მენეჯერი UG Startup Factory-ს ხელმძღვანელი
დაგვიკავშირდით
საკონტაქტო ინფორმაცია
მზად ვართ გიპასუხოთ ნებისმიერ კითხვაზე.
საქართველოს უნივერსიტეტის მე-4 კორპუსი. მეილს და ტელეფონს გეტყვით მალე.